“ნაცმოძრაობას გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია…” – ნიკა გვარამია

0
28
კოალიცია “ცვლილებებისთვის” (საარჩევნო ნომერი 4) ლიდერი ნიკა გვარამია ენმ-ს მიერ ახალი ბანრების გავრცელებას ეხმიანება და წერს რომ მათი კოალიციის სია ვინმესი კი არა, კოალიციაში შემავალი გუნდებისაა”:

“ნაცმოძრაობას გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია. როგორც ჩანს, საჭიროდ ჩათვალეს ამის საზოგადოევისთვის შეხსენება. თუმცა, ზოგიერთი ამ ბანერს იყენებს საზოგადოებისთვის იმის შესახსენებლად, რომ 4 ნომერი (ანუ კოალიცია ცვლილებისთვის) არაა სააკაშვილის პარტია.
მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე ნაცმოძრაობის წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია (როგორც თვითონ უკეთებენ ფორმულირებას), ჩვენ, ნომერი 4, ნამდვილად არა და საკმაო ძალისხმევასაც ვხარჯავთ, რომ ადამიანებმა ეს კარგად გაიგონ.
ნამდვილად არაა ჩვენი საპარლამენტო სია ვინმესი, ის ჩვენია, კოალიციაში შემავალი გუნდების. ნამდვილად არ დგას ჩვენს უკან არც ერთი და არც 3 გავლენის ცენტრი და არც ანბანურად დალაგებული უსახურთა გვარდია.
თუ ვინმეს სააკაშვილის პარტიის ხალხი აინტერესებს, შეუძლია გადახედოს 5 ნომერს და მის პარტიულ სიას.
ვინც გააფერადებთ 4იანს, ხმას აძლევთ კოალიციას ცვლილებისთვის და შესაბამისად ქვეყანაში ცვლილებას, და არა ივანიშვილის ჩანაცვლების სურვილს. სიახლე იწყება მათ შორის პარტიულ სიაში, ჩვენ ამის გვჯერა, ჩვენ ასე ვამბობთ და ჩვენ ასე ვმოქმედებთ.
წარმატებები ყველას!”, – წერს ნიკა გვარამია. 
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე სასამართლო პროცესზე აუდიოჩართვის დროს განაცხადა:
“მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად გახსნილი ვართ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისთვის და მე ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ ჩემი ნომერი არის ხუთი”.
წინა სტატია“ახლანდელი სიის ორ მესამედზე მეტი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში”, – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია“ფორმულას” ცნობით, აშშ-ის მიერ სანქცირებულთა შორის კალაძე, მდინარაძე, ოხანაშვილი და სამხარაძეც არიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური