ივანიშვილმა ომი გამოუცხადა პარტნიორებს, რათა მოსკოვის გვერდით დამდგარიყო- სალომე ზურაბიშვილი

0
16

პრეზიდენტი ოლიგარქს ამხელს. სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში რუსული ნარატივის გატარებაში დაადანაშაულა და ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ უწოდა ქართული კოშმარი. პარიზში საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის “ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა რომ ოლიგარქი ივანიშვილი დავალებებს კრემლიდან იღებს და ქვეყანას ევროპას კრემლიდან მიღებული მითითებებით აშორებს.

“ომი აფხაზეთში იყო – ბუჩამდე. იგივე სისასტიკე გამოიყენა რუსეთმა სოხუმში, აფხაზეთის ყველა სხვა ქალაქში, რაც ბუჩაში, მარიუპოლში… ამას დიდი დარწმუნებით ვამბობ და ისეთივე შოკირებული ვარ, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რადგან მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო, თბილისის ქუჩებში დაედგათ ბანერები, სადაც გვერდიგვერდ ჩანს მარიუპოლის თეატრი, სადაც ვიცით, თუ რამდენი ბავშვი დაიღუპა და რესტავრირებული თეატრი საქართველოში; ამან სრულიად საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. აღშფოთება გამოიწვია, ასევე “ქართული ოცნების” დარჩენილ მხარდამჭერებში, “ქართული ოცების”, რომელიც – ვთქვი და კიდევ ვიტყვი – ქართულ კოშმარად იქცა. საქართველოს მოსახლეობის 80-85% ამბობს და იმეორებს, რომ სურს ევროპელობა, მათ შორის, ამ კონფლიქტების მიუხედავად, რომლის გამოც მოსახლეობას შეეძლო ეთქვა, “შევეცადოთ რუსეთთან მორიგება ამ ტერიტორიების დაბრუნებისთვის, გავცვალოთ ევროპული გზა უფრო მისაღებ მეზობელზე”. საქართველოს ეს არჩევანი არასოდეს გაუკეთებია.

კანდიდატის სტატუსმა გარკვეულწილად, მოსკოვის სიბრაზე გამოიწვია, რომელმაც უდავოდ სთხოვა, ან მოსთხოვა უფრო და უფრო ღიად პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ეჩვენებინა, თუ რომელ მხარეს პოზიციონირებდა. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკურად იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო; იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით საათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს, იმისათვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო, ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. თითქოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს, მაშინ როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს სხნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი. ბრძოლა, რომელსაც უკრაინა იარაღით, ჩვენ კი პოლიტიკურ სცენაზე ვახორციელებთ არ შეიძლება უკრაინის დამარცხებით დასრულდეს, ეს ბრძოლა არ შეიძლება საქართველოს დამარცხებით დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ეგზისტენციური, სასიცოცხლო არჩევნებია. ხვალ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველო ან დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე ან აღარ იქნება საქართველო.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საფრანგეთის პარლამენტში გამართული ღონისძიება ნაწილია კამპანიისა “ბუჩამდე იყო აფხაზეთი”, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს “აფხაზთა კრების”, “თავისუფლების ინსტიტუტის”, “ტაბულასა” და პარტია “ფედერალისტების” ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება.

წინა სტატიაგიორგი ამილახვარი საქმიანობას განათლების ბიზნესში გააგრძელებს
შემდეგი სტატია“ახლანდელი სიის ორ მესამედზე მეტი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში”, – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური