მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ახლანდელი სიის ორ მესამედზე მეტი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში", - მიხეილ სააკაშვილი

“ახლანდელი სიის ორ მესამედზე მეტი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში”, – მიხეილ სააკაშვილი

Published on

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ სიის შედგენაში, სხვა ლიდერებთან ერთად, თავადაც მონაწილეობდა. 
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო სია, რომლის შედგენაშიც სხვა ლიდერებთან ერთად მეც აქტიურად ვიყავი ჩართული, ასრულებს ჩემს მიერ მოცემულ პირობას რომ “ენმ” ფუნდამენტურად განახლდებოდა.
პირველად ხდება ასე, ახლანდელი სიის ორ მესამედზე მეტი არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერშიფში მოვიდა მთლიანად ახალი თაობა, თუმცა რა თქმა უნდა სიაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსებიც, მაგრამ სია მთლიანად მომავალზე და ჩვენს დიად გეგმებზეა ორიენტირებული. ეს სია შედგება ნამდვილი ვარსკვლავებისგან, რომელთა მთავარი დანიშნულება არის ხალხის სამსახური.
ასევე წარვადგინეთ ღირსეული სია აჭარის უმაღლეს საბჭოში.
ძალიან მიხარია, რომ აჭარაში ჩვენს კამპანიას უხელმძღვანელებს ჩემი უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი, აჭარის ისტორიული აღმშენებლობის მთავარი ავტორი ლევან ვარშალომიძე.
ვაპირებდი დღეს ეს სიები უფრო დეტალურად წარმედგინა, მაგრამ რეჟიმმა ჩაიდინა მორიგი უპრეცედენტო კანონდარღვევა, შეეშინდა რა ჩემი სრულფასოვანი ჩართვა სასამართლოზე, საშუალება მომცეს მხოლოდ ხარვეზიანი აუდიოკავშირის. ასეთ “ბეზპრედელზე” პუტინის სასამართლოებიც კი არ მიდის. არა უშავს, ეს არის ამათი ბოლო გასეირნება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...