გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ქვეყნის 20% ოკუპირებულია, თუმცა თავად ოკუპანტი ქვეყანა – რუსეთი არ უხსენებია. პრემიერის სიტყვას ქართულ ენაზე თავად მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს:
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში”, – თქვა კობახიძემ.
დღესვე, მან ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართა:
“მინდა, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. ჩვენი ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს და ერთ დღეს ჩვენ, ჩვენს შვილებთან ერთად, შევძლოთ ერთად ცხოვრება ბედნიერ, გაერთიანებულ და განვითარებულ საქართველოში. საოკუპაციო ხაზის ამ მხარეს ჩვენ ყოველთვის გულღიად მიგიღებთ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ყველა დანგრეული ხიდი ჩვენს ქვეყანაში”