მთავარისიახლეებიპუტინი თავისით არ გაჩერდება, რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო - ზელენსკი

პუტინი თავისით არ გაჩერდება, რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება და რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება.

“პუტინმა დაარღვია იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი, რომ ის არ გაჩერდება თავისით. რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო,” – განაცხადა ზელენსკიმ და საბჭოს წევრები გააფრთხილა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის ენერგორესურსების მიზანში ამოღებას და შესაძლოა მალე ატომურ ელექტროსადგურებს დაარტყან.

“ეს ომი უბრალოდ არ შეიძლება დასრულდეს, ამიტომ ამ ომის დასრულება მოლაპარაკებებით შეუძლებელია, საჭიროა მოქმედება… ომის დასრულება მოხდება არა იმიტომ, რომ ვიღაც დაიღალა და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც გაცვალა პუტინთან. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. უნდა იმუშაოს. ჩვენი უკრაინული თავდაცვის უფლებამ უნდა გაიმარჯვოს,” – განაცხადა ზელენსკიმ.

გამოცემა CNN-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ამ კვირაში სრულად წარუდგენს თავის “გამარჯვების გეგმას” აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, სანამ პრეზიდენტობის კანდიდატებს, ასევე ამერიკელ კანონმდებლებს და საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებს. გეგმა, სავარაუდოდ, მოიცავს კიევის განმეორებით მოთხოვნას, გამოიყენოს დასავლური შორი დისტანციის სარაკეტო სისტემები რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეებზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...