ნიკა გვარამია კოალიცია “ცვლილებისთვის” საპარლამენტო სიაში არ იქნება – ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა.
“პოლიპატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, პირველივე წუთებში საზოგადოებას ვამცნე ჩემი დამოკიდებულება, რომ მივდიოდი ტელევიზიიდან და ვიწყებდი პოლიტიკურ საქმიანობას იმისთვის ომ ბიძინა ვანიშვილი შეცვლილიყო და ხალი ადამიანები მოსულიყვნენ ხელისუფლებაში. ახალ დამანებში ვგულისხმობ არამხოლოდ ახალ თაობას, არამედ იმ ხალხს ვინც აქამდე პოლიტიკაში არ ყოფილა და ვისაც შეუძლია ქვეყნის შეცვლა და ვისაც არ ამძიმებს წარსული შეცდომები თუნდაც და ამ მხრივ უპირატესობას არ აძლევს “ოცნების” პროპაგანდას.
დღეს მივიჩნევ, რომ ერთი ნაწილი ჩემი დაპირებისა საზოგადოებისადმი არის შესრულებული. მე და ნიკა მელიამ შევქმენით პარტია “ახალი”, რომელიც შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც შეუძლია ცვლილებები და ვის მხრებზეც წარსული შეცდომები არ არის. მერე შეიქმნა კოალიცია, დაგვემატნენ გირჩი და დროა, ის ხალხი, ვინც აბსოლუტურად იზიარებს ჩვენს დამოკიდებულებებს და ჩვენ ვიზიარებთ მათ დამოკიდებულებებს და დღეს ჩვენი ოთხეული და ჩვენი გუნდები არის ის ხალხი, ვინც ჩემთვის უკიდურესად კომფორტულია, ვისშიც მე სრულად დარწმუნებული ვარ ქვეყნის ინტერესებისადმი ერთგულების თვალსაზრისით და ვისაც ვენდობი ბოლომდე.
მე მინდა შევასრულო დაპირების მეორე ნაწილი.
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიმაჩნია რომ უნდა დავრჩე პარტიის, კოალიციის ლიდერად და ყველაფერი გავაკეთო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლისთვის და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. კვლავ მე ვრჩები კამპანიის ხელმძღვანელადაც, მე ვრჩები კოალიციის ლიდერადაც, მე ვრჩები პარტია “ახალის” ლიდერადაც, მაგრამ პარლამენტში მინდა რომ გზა გაეხსნას ახალ ადამიანებს” განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას თქმით, მნიშვნელოვანია გზა მიეცეს ახალ პოლიტიკურ აქტორებს:
ჩემი ამ გადაწყვეტილებით მინდა ხაზგასმა იმის ომ კოალიცია ცვლილებისთვის სწორედ რომ ცვლილებაზეა ორიენტირებული და არა ჩანაცვლებაზე. ჩვენთვის არ არის მთავარი ამოცანა, რომ ბიძინა ივანიშვილს ადგილი დავიკავოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილი თავისი რუსული ორიენტაციით ამ ქვეყნის პოლიტიკურ მმართველობას ჩამოშორდეს და ქვეყნის ხელისუფლება გადაიბარონ ადამიანებმა, ვინც პროპაგანდისთვის მოწყვლადი ვერ იქნება და ვისაც მე, ჩემი გამოცდილებით დავეხმარები და მაქსიმალურად წავეწევ წინ, მაგრამ ასევე ვიქნები მოდარაჯე მათი შეცდომებისა.
არ უნდა გავიგოთ არასწორად, რომ მე რაღაცნაირად უკნიდან ვაპირებ რუხი კარდინალივით პროცესების მართვას – არა. მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, მე ვარ კოალიციის ლიდერი და მე მექნება ჩემი საქმე. ” თქვა ნიკა გვარამიამ.