მთავარისიახლეებიაშშ-ის საელჩო კობახიძის მიწვევის გაუქმების მიზეზებს ასახელებს - "მთავარის" წყაროს ცნობით, ზალკალიანი...

აშშ-ის საელჩო კობახიძის მიწვევის გაუქმების მიზეზებს ასახელებს – “მთავარის” წყაროს ცნობით, ზალკალიანი საქმის კურსში იყო, თუმცა პრემიერს არ შეატყობინა

Published on

აშშ-ის საელჩო საქართველოში ადასტურებს, რომ პრემიერ კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გაუუქმა. “მთავარი არხისთვის” გამოგზავნილ წერილობით პასუხში, დიპლომატიური უწყება მიზეზად საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ასახელებს:

“ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ.” – აცხადებს საელჩო

შეგახსენებთ, ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ კობახიძეს მიღებაზე მიწვევა გაუუქმა და უარი უთხრა საქართველოს დელეგაციას შეხვედრებზე, “ამერიკის ხმამ” გაავრცელა. ამას ადასტურებენ “ოცნების” ხელისუფლებაშიც.

“მართლაც ასე მომხდარა” | პაპუაშვილმა დაადასტურა, ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გააუქმეს

“მთავარი არხის” ინფორმაციით, პრემიერის ფიასკოს აშშ-ში, დაპირისპირება მოჰყვა დავით ზალკალიანთან, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. კობახიძესა და ზალკალიანს შორის დაპირისპირებაზე კი უწყებაში არაფერს ამბობენ.

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციითვე, დავით ზალკალიანი წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძე პროტოკოლიდან ამოიღეს, თუმცა პრემიერს მან ამის შესახებ არ აცნობა.

“ოცნების” ხელისუფლებაში აშშ-ის გადაწყვეტილებას ჩვეული პროპაგანდით ეხმაურებიან და “დემარშად” აფასებენ. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, შტატები ასეთი ქმედებებით ქართულ ოპოზიციას ეხმარება, რომელსაც მათივე შეფასებით “პულსი აღარ ესინჯება”.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....