მთავარისიახლეებიომის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია - ზელენსკი

ომის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია – ზელენსკი

Published on

ომის დასასრული იმაზე ახლოსაა, ვიდრე გვგონია – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან საუბარში განაცხადა.

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ მშვიდობასთან, ვიდრე გვგონია, ჩვენ უფრო ახლოს ვართ ომის დასრულებასთან, – თქვა მან.

ზელენსკიმ ასევე მოკავშირეებს უკრაინის არმიის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

გამარჯვების გეგმა არის უკრაინის გაძლიერება, ამიტომ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს მოკავშირეებს, რომ გაგვაძლიერონ, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ინტერვიუში ასევე თქვა, რომ პუტინს კურსკის ოპერაციის “ეშინია”.

მართალია, მას ძალიან ეშინია. რატომ? იმიტომ, რომ მისმა ხალხმა დაინახა, რომ მას მათი დაცვა არ შეუძლია, რომ მას არ შეეძლო მთელი თავისი ტერიტორიის დაცვა, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია, აიძულოს პუტინი დაასრულოს ომი მხოლოდ „ძლიერი პოზიციიდან“

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...