მთავარისიახლეები"მე აღვასრულებ კანონს..." - რას იზამს კუპრაშვილი, თუ TI და "აირჩიე ევროპა"...

“მე აღვასრულებ კანონს…” – რას იზამს კუპრაშვილი, თუ TI და “აირჩიე ევროპა” 5 დღეში ანგარიშებს არ წარადგენენ

Published on

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით, თუ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, მისი ხელმძღვანელი ეკა გიგაური, ასევე სამოქალაქო მოძრაობა “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ბიუროს გადაწყვეტილებით, 5 დღის ვადაში საბანკო ანგარიშებს არ წარადგენენ, უწყება დამატებით ზომებს მიიღებს და მონიტორინგით თავად დაითვლის მათ ხარჯებს.

“თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ეს იქნება სამწუხარო, თუმცა მე დამჭირდება კიდევ დამატებითი გადაწყვეტილების მიღება და ჩვენ დავითვლით აღნიშნულ ხარჯებს, მონიტორინგით. კანონი გვაძლევს ჩვენ საშუალებას გამოვითხოვოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ საქმის წარმოებას სჭირდება, რა თქმა უნდა, ფიზიკური და იურიდიული პირის ანგარიშებიც მათ შორის.

შეხვედრები, რომ ევროპა რა კარგია, რა თქმა უნდა, ნორმალურია. ამავდროულად, ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება – მე შეიძლება მომწონდეს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია და არ მომწონდეს სხვა, მაგრამ როცა თქვენ მატერიალურ თანხას იხდით იმ აქტივობებში, რაც დაკავშირებული არის პირდაპირ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ და ამავდროულად, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის თავშეკავების მიზნით, თქვენ ხართ ვალდებული გახადოთ საჯარო ამ საქმიანობაში დახარჯული თანხები… მე აღვასრულებ კანონს. საბანკო ანგარიშებით უნდა დავადგინო კონკრეტული ტრანზაქციები, თორემ აბა ხომ არ დაგვესიზმრება.

თუ ვხედავთ, რომ სავარაუდოდ შესაძლებელია კანონის დარღვევასთან გვქონდეს საქმე, მაშინ, რა თქმა უნდა გვაქვს უფლება სასამართლოს ნებართვით გამოვითხოვოთ ეს ანგარიშები, შევამოწმოთ, შევისწავლოთ. ასეთი დისკრეცია გააჩნია ძალიან ბევრ უწყებას,” – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “აირჩიე ევროპა” და TI “გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად” ცნო და ფინანსური ანგარიშების გახსნისთვის 5 დღე მისცა.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...