მთავარისიახლეებიუკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთის გარღვევა მოახდინეს

უკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთის გარღვევა მოახდინეს

Published on

უკრაინელმა მედესანტეებმა რუსეთის საზღვრის კიდევ ერთი მონაკვეთის გარღვევა მოახდინეს – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-თავდასხმის ძალების 95-ე ცალკეული საჰაერო სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის დამცველებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. მებრძოლები არ აკონკრეტებენ, სად მოახერხეს რუსეთის ფედერაციის საზღვრის მონაკვეთის გარღვევა.

„95-ე ცალკეული სადესანტო-თავდასხმის ბრიგადის ნაწილებმა რუსეთის საზღვრის ერთ-ერთი მონაკვეთი გაარღვიეს. რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციის დაწყების შემდეგ ეს უკვე მეორე წარმატებული ოპერაციაა რუსეთის საზღვრის გასარღვევად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...