მთავარისიახლეები"ომის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს...

“ომის შემდეგ, ჩვენ მოგვიწევს, ვიფიქროთ ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან” – მაკრონი

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ საჭირო იქნება რუსეთთან ურთიერთობების გადახედვა და ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე ფიქრი. როგორც ფრანგული მედია წერს, ამის შესახებ მან კვირას პარიზში გამართულ ღონისძიებაზე შეხვედრა მშვიდობისთვის ისაუბრა, რომელიც ორგანიზებული იყო Sant’Egidio-ს კათოლიკური საზოგადოების მიერ.

”ომის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს ვიფიქროთ ევროპის ორგანიზების ახალ ფორმაზე და გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას რუსეთთან”, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ხვალინდელი მშვიდობა ევროპაში ახალ ფორმაში და ახალ რეალობაში მოითხოვს ახალი საერთაშორისო წესრიგის მშენებლობას.

”ეს უდავოდ არის დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა, რადგან ჩვენი ამჟამინდელი წესრიგი არასრული და უსამართლოა, რადგან იგი ჩაფიქრებული იყო მეორე მსოფლიო ომის ბოლოს და, შესაბამისად, არ გააჩნდა პრობლემები, რომლებიც შემდგომში გაჩნდა და გახდა დომინანტი. – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

შეხვედრაზე, რომელსაც რელიგიური ლიდერები, პოლიტიკოსები და ექსპერტები ესწრებოდნენ, მაკრონმა თქვა, რომ გასათვალისწინებელია, რომ „ამ პლანეტაზე ადგილების გამოყოფისას ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის ყველაზე ხალხმრავალი ქვეყნებიდან ბევრი არც არსებობდა“. მისი თქმით, სწორედ ამიტომ საერთაშორისო წესრიგი, რომელშიც დღეს მსოფლიო ცხოვრობს “იბლოკება”.

საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამ საკითხს გაეროს მომავალ შეხვედრაზე დაუბრუნდება. ის სამშაბათს და ოთხშაბათს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იქნება.

“ჩვენ გვჭირდება წესრიგი, რომლის დროსაც ერთს ან მეორეს არ შეუძლია დაბლოკოს სხვები და სადაც ქვეყნები არიან წარმოდგენილი ღირსეულად და, შესაბამისად, ამას აკეთებენ ბევრად უფრო სამართლიანი ორგანოების მეშვეობით, იქნება ეს გაერო, მსოფლიო ბანკი თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდი,”- განაცხადა მან.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...