მთავარისიახლეები"წერტილი დავსვი მე, იმიტომ რომ მიზანი გადამერჩინა" - გახარია ხაზარაძესთან შეთანხმების ჩაშლის...

“წერტილი დავსვი მე, იმიტომ რომ მიზანი გადამერჩინა” – გახარია ხაზარაძესთან შეთანხმების ჩაშლის დეტალებზე

Published on

დაუბრუნდებიან თუ არა მოლაპარაკების მაგიდას პარტია „საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო“ და აქვს თუ არა პერსპექტივა ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანებას. აღნიშნულ თემაზე საგანგებო განცხადება პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მან შეცდომა უწოდა გაერთიანების პროცესის არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში დაწყებას. გიორგი გახარიამ იმ დეტალებზე ისაუბრა, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა.

“პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოში სიების წარდგენამდე 1 კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი.

მე ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება. ჩემი მხრიდან, ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმის საკითხის დათმობამ, მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში.

გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა. დიახ, წერტილი დავსვი მე.წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა – ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო სამართლიანი, ეფექტური თანამშრომლობის პერსპექტივა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი ქვეყანაში პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის დაძლევის.

წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, ვიღაცისთვის მთავარ მიზანი გახდა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, სხვებისთვის კი ნებისმიერ ფასად ნებისმიერ ფურცელზე ხელის მოწერა.

ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია საჯაროდ მოლაპარაკებების საკითხებზე, გავუფრთხილდით როგორც თავდაპირველ მიზანს, რომელიც ჩვენთვის ძლიან მნიშვნელოვანია დღესაც, ისე მეორე მხარეს, რომელთანაც მომავალში პოზიტიურ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, ისევ ვაპირებთ.

ახლაც, ვსაუბრობთ მოლაპარაკების მხოლოდ იმ პრინციპებზე, რაც, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს საზოგადოების სამართლიან ინტერესს და, მეორე მხრივ, შეინარჩუნებს ჩვენი მომავალში თანამშრომლობის რესურსს.

რას არ დათანხმდა ხაზარაძე:

ნეიტრალურ პლატფორმას- თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი.

გადაწყვეტილების მიღების სამართლიან პარიტეტულ პრინციპს – ითქვა, რომ იქ კოალიციაა და ბევრი სუბიექტია , ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი.

კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე – პარტიაზე და პარტიულ ნომერზეც – რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და პროცესი საბოლოოდ და სრულად ააცილა თავდაპირველ მიზანს.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...