მთავარისიახლეებიარც ერთი შედეგი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც უვიზო რეჟიმის დროებითი...

არც ერთი შედეგი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება -ევროკავშირის ელჩი

Published on

თუ სიტუაცია გაუარესდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბერკეტებიდან რამდენიმე გამოვიყენოთ. არც ერთი შედეგი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს “სამართლიანი არჩევნების” ოფისში საქართველო ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას განუცხადა.

“ევროკავშირის ქვეყნებმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერმინისტრების დონეზე გამოხატეს შეშფოთება საქართველოს მიერ აღებული კურსის გამო. ჩვენ მართლაც გვაშფოთებს, რომ ნაცვლად რეფორმების გატარებისა, რომლებიც დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ბოლო თვეებში ვხედავთ მოვლენებს, რომლებიც აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ჩვენ ეს განვიხილეთ ევროკავშირის შიგნით და რამდენიმე ხნის წინ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და არც ერთი შედეგი გამორიცხული არ არის, მათ შორის არც უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის და ისინი იქნება თავისუფალი და სამართლიანი, მაგრამ თუ სიტუაცია გაუარესდა, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ბერკეტებიდან რამდენიმე გამოვიყენოთ.

მხოლოდ ქართველების გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება და 26 ოქტომბერს მათ შეუძლიათ წავიდნენ არჩევნებზე და აირჩიონ საკუთარი ლიდერები. თუ არჩევნები იქნება სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული და რაც მთავარია მშვიდი, ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც ჩამოყალიბდება არჩევნების შემდეგ. მაგრამ, აქ მთავარი საკითხია, რომ, თუ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, მაშინ ჩვენ გვაქვს პირობები. ეს პირობები საგანგებოდ საქართველოსთვის არ მოგვიგონია, ისინი ნებისმიერ ქვეყანაზე ვრცელდება, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს. ამიტომ გვჭირდება სერიოზული რეფორმები და ასევე გვჭირდება, რომ მთავარი პრინციპები, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, დაცული იყოს. ეს პრინციპები საყოველთაოდ არის ცნობილი: დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის, მათ შორის უმცირესობების უფლებები და ეს პრინციპები გადახედვას არ ექვემდებარება. ამიტომ, თუ საქართველოს სურს ევროკავშირის წევრობა, მან პატივი უნდა სცეს ამ პრინციპებს.” – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ევროკავშირის ელჩმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“საქართველოს ხელისუფლებამ გაუგზავნა მოწვევა საერთაშორისო დამკვირვებლებს. ჩვენ ახლო კავშირი გვაქვს ეუთო/ოდირის გუნდთან. მე ვიცი, რომ მათ დიდი გეგმები აქვთ და ბევრი დამკვირვებლის გამოგზავნას აპირებენ არჩევნებამდე, მის დროს და მის შემდეგ. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ადგილობრივ ორგანიზაციებს, როგორიცაა ისფედი, რომლებიც ასევე დააკვირდებიან არჩევნებს. ისინი გააკეთებენ შეფასებებს და მათ შეფასებებზე დაყრდნობით გადავწყვეტთ, იყო თუ არა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ეს არ მოგვიწევს, მაგრამ თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი და თავისუფალი, მაშინ, სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს გამოვიყენოთ ბერკეტებს, რომლებიც არაერთხელ გამოგვიყენებია სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის ბელარუსის მიმართაც. ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, რადგან იქ არჩევნები იქნა მოპარული და სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ ზომების ფართო სპექტრი, მათ შორის სანქციები. ეს არის ყველაზე ცუდი სცენარი და იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მოგვიწევს მისვლა.“ – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ

სიახლეები

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...

რუსეთში, ლიპეცკის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამხედრო დანიშნულების ქარხანა იწვის

რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე ქარხანა „ენერგიაში“ ფრთოსანი რაკეტებით დარტყმის შემდეგ ხანძარი გრძელდება. საწარმო,...