მთავარისიახლეებიმსოფლიორა მოხდა ლიბანში - "მოსადის" უნიკალური ოპერაცია

რა მოხდა ლიბანში – “მოსადის” უნიკალური ოპერაცია

Published on

ბეირუთის ყველა კლინიკა გადაჭედილია, მთელი ღამის განმავლობაში შეჰყავდათ მოსადის საუკუნის სპეცოპერაციის შედეგად (პეიჯერების ერთდროული აფეთქება) დაზიანებული ჰეზბოლას წევრები.

როგორც ირკვევა, აფეთქებას წინ უძღოდა პეიჯერზე მოსული შეტყობინება, ხოლო მცირე პაუზის შემდეგ ერთდროული აფეთქება. უმრავლესობა ქამარზე დამაგრებული აფეთქდა (სულ 4.000 ზე მეტი).

რა მოხდა? 

World Military / ანალიტიკა-ს მიხედვით, როგორც ირკვევა, ჰეზბოლას პეიჯერებში აღმოჩნა 20 გრამის ოდენობის PETN-ის, იგივე პენტაერითრიტოლის ტეტრანიტრატისგან შემდგარი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლებიც ჰეზბოლას პეიჯერებში წინასწარ ჩამონტაჟდა და გამზადდა პოტენციური იპერაციის დღისთვის.
PETN-ი არის მეორადი ასაფეთქებელი ნივთიერება, რის გამოც მისი ამოქმედება არ ხდება პირდაპირი მეთოდით, წვით ან დაზიანებით, ის მოქმედებაში მოდის ძლიერი ხახუნის ან მაღალი ტემპერატურის დროს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ჰეზბოლამ MOTORLA-სგან აღნიშნული პეიჯერების შესყიდვა 5 თვის წინ დაიწყო და სრულად აღჭურვა თავისი წარმომადგენლები – სავარაუდოდ, სწორედ შესყიდვის შემდეგ, ჰეზბოლამდე მიღწევამდე განხორციელდა პეიჯერებში ასაფეთქებელი ნივთიერებების მონტაჟი, დღეს კი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უნიკალური ოპერაციაც განხორციელდა.
სავარაუდოდ, PETN-ის ამოქმედება მოხდა მოსადის აგენტების მიერ, პეიჯერებზე გარკვეული ჰაკერული ზემოქმედების შედეგად, ბატარეაში მოთავსებული ლითიუმის გახურებით და შემდგომ PETN-ის დეტონაციით, რასაც ასობით ჰეზბოლას მებრძოლი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა, მათ შორის 500-მდე მძიმედ.

სიახლეები

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...

“ოცნებამ” ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე წააგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული გელა ჭიღლაძის საქმეზე გადაწყვეტილება...

მარნეულის მერის ძალადობაში ბრალდებული ძმა სახლშია

მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილში ძალადობის ბრალდებით დააკავეს, უკვე სახლში...

ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს...