მთავარისიახლეებიქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს - პრემიერი

ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი, ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს – პრემიერი

Published on

მონანიება და შერიგება არის ტერიტორიების აღდგენის გზა და ვისაც ეს არ უნდა, ის ირჩევს ომს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის განცხადეაბა გაიზიარა, რომ საქრთველოს 2008 წლის მოვლენებზე ბოდიში აქვს მოსახდელი.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ “ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს”

მინდა გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს.

ელემენტური ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი, ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია, როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ, ასეთ დროს არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ.

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი.

იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია, მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს, ასევე თვეზე მეტია რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ, ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს, მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო”. – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...