მთავარისიახლეები"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებით" -მილერი სანქციებზე

“აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებით” -მილერი სანქციებზე

Published on

“აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებებით”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საუბრობს და 16 სექტემბერს ძალოვანებისა და პრორუსი ალტ-ინფოელების წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებსა და “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ გამოცხადებულ სავიზო სანქციებს ეხმაურება.

“ე.წ. აგენტების კანონის მიღების დროს ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მთავრობამ ძალადობრივად დაარბია ის მოქალაქეები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებდნენ. დღეს აშშ აწესებს სანქციებს ხელისუფლების ორ წარმომადგენელსა და ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფის ორ ლიდერზე, ასევე სავიზო აკრძალვებს 60-ზე მეტ პირზე, ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის, კორუფციისთვის, ან სხვა არადემოკრატიული ქმედებებისთვის”, – თქვა მან ბრიიფნგზე და განმარტა, რომ სანქციები ორმხრივი ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში ხორციელდება, “მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მცდარი განცხადებების გამო, რაც ეწინააღმდეგება საქართველთან ათწლეულების განმავლობაში დამყარებული ურთიერთობის სულისკვეთებას.

[…]

ბოლო 32 წელია, აშშ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდაჭერია. ჩვენი დახმარება ფოკუსირებულია საქართველოს გაძლიერებასა და კეთილდღეობაზე, იმაზე, რომ ქვეყანას ჰქონდეს უნარი, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც მის ხალხს სურს”, – განაცხადა მილერმა.

სიახლეები

„ამერიკა დაბრუნდება“- დემოკრატების ლიდერი ჰაქიმ ჯეფრისი

აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატების ლიდერმა, ჰაქიმ ჯეფრისმა, პალატაში პარტიის გამარჯვების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას...

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...