მთავარისიახლეები"ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი, რომ არა პოლიტიკური სარჩული, საერთოდ...

“ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი, რომ არა პოლიტიკური სარჩული, საერთოდ არ დამიჭერდნენ” -გიორგი შანიძის სიტყვა სასამართლოზე

Published on

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. შანიძეს პროკურატურა აქციის მიმდინარეობისას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავებოდა. შანიძე დაკავების დღიდან, 8 მაისიდან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. პროცესზე სასამართლოს თავად გიორგი შანიძემაც მიმართა და მის საქმეში პოლიტიკურ მოტივზე ისაუბრა.

“თავს მაინცდამაინც კრიმინალად ვერ მივიჩნევ. ვფიქრობ რომ ჩემი ქვეყნისთვის საჭირო საქმეს ვაკეთებდი და იმიტომ ჩავიდინე ეს დანაშაული, რასაც მედავებიან და არა იმიტომ რომ კამერის დაზიანება მსურდა, როგორც პროკურორი იძახის.

ვფიქრობ რომ ამ მუხლის მიმართ მიდგომა შეცვლილია და პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც გაცილებით მეტი ოდენობით, უბრალო პირობითით გაუშვეს გარეთ და რომ არა პოლიტიკური სარჩული მე საერთოდ არ დამიჭერდნენ და გარეთ ვიქნებოდი. ვფიქრობ, რომ თქვენს ხელთ არსებული ბერკეტი შეგიძლიათ გამოიყენოთ, 50-ე მუხლის სახით და პირობითი სასჯელით დამტოვოთ გარეთ. ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ პატიმრობა არ მეკუთვნის” – განაცხადა გიორგი შანიძემ.

გამამტყუნებელ განაჩენს ელოდნენ, თუმცა პირობითი სასჯელის იმედი ჰქონდათ გიორგი შანიძის ოჯახის წევრებსაც და სხვა სამოქალაქო აქტივისტებსაც.

“4 წელი ნამდვილად მოულოდნელი იყო, მაგრამ საჩვენებელი დასჯა რომ იქნებოდა მაგას ველოდით და ასეც მოხდა. ეგ გზავნილია, რომ ყველას იგივე მოგველის, თუ არ გავჩუმდებით, მაგრამ არ გავჩუმდებით,” – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი თეონა მესტუმრე.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...