მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტი გახარიას და ხაზარაძეს მოლაპარაკებებისთვის სასახლეში იწვევს

პრეზიდენტი გახარიას და ხაზარაძეს მოლაპარაკებებისთვის სასახლეში იწვევს

Published on

პრეზიდენტი “გახარია-საქართველოსთვის” და “ძლიერ საქართველოს” გაერთიანებისკან მოუწოდებს – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ უნდა გაიმართოს. სალომე ზურაბიშვილმა გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძეს ხვალ, ათონელის რეზიდენციაში მისვლისკენ მოუწოდა.

საქართველოს ისტორიისათვის გარდამტეხი არჩევნების დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და ამას ყოველდღიურად ვხედავთ, უფრო და უფრო ნათლად.

ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა, თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც გვიბიძგებს ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

ამიტომ, 26 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე (ამას იმდენჯერ გავიმეორებ, რამდენჯერაც საჭირო იქნება). ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე – ვარჩიოთ სუვერენიტეტი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული ფასეულობები, თუ დავუთმოთ ჩვენი მომავალი რუსეთს.

დღეს არჩევანი ერთია – ან ევროპა, ან რუსეთი და ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი, ყველას ერთობლივი პასუხისმგებლობაა და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით და ვატარებთ სამომავლოდ.

მე, ჩემს წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ, ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას. სწორედ ამისთვის შეიქმნა ,,ქართული ქარტია“ და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა, ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტიანი დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულებთ.

ახლა საჭიროა კიდევ ერთი რამ, ოპოზიციური ამომრჩევლისათვის არჩევანი კიდევ გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი გააჩინოს.

მე ამისი მჯერა და ამიტომ მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციებში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი, ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ და მეორე მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია.

ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...