მთავარისიახლეებისაზოგადოება"26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ბავშვთა შიმშილი ამ ქვეყანაში“- ანა წითლიძე

“26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ბავშვთა შიმშილი ამ ქვეყანაში“- ანა წითლიძე

Published on

“26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ბავშვთა შიმშილი ამ ქვეყანაში და უფასო კვების პროგრამა დავნერგოთ ყველა საჯარო სკოლაში”,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და წალენჯიხის მერმა სკოლებში უფასო კვების პროგრამაზე საუბრის დროს განაცხადეს.

ანა წითლიძემ წალენჯიხაში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და წალენჯიხის მერ გია ხარჩილავასთან ერთად მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება, როგორ უნდა დაინერგოს უფასო კვების პროგრამა სკოლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ის გამოცდილება, რაც ჩვენ წალენჯიხაში გვაქვს, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ყველა საჯარო სკოლაში სწრაფად მოხდეს უფასო კვების პროგრამის დანერგვა. ჩვენ არ შეიძლება ვცხოვრობდეთ საქართველოში, სადაც ბავშვები შიმშილის გამო სწავლაზე კონცენტრირებას ვერ ახერხებენ. ჩვენ არ შეიძლება ვცხოვრობდეთ საქართველოში, სადაც დედები ემიგრაციაში მიდიან მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი შვილები უზრუნველყონ და არ შეიძლება ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც გაუსაძლისი პირობებია. 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ბავშვების შიმშილი ამ ქვეყანაში და უფასო კვების პროგრამა დავნერგოთ ყველა საჯარო სკოლაში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით კი, “თუ ეს (სკოლებში უფასო კვების პროგრამა) წალენჯიხამ შეძლო თავისი მწირი ბიუჯეტით, ეს უნდა შეძლოს ქვეყანამ იმ შეთანხმებით, რომ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მომავალზე და ხვალინდელ დღეზე და ამასთან ერთად, წალენჯიხა ბოდიშს არ იხდის.“

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...