მთავარისიახლეებისაზოგადოებაგორში დააკავეს ანტისაოკუპაციო რესტო-ბარის მფლობელი იოსებ ბაბაევი

გორში დააკავეს ანტისაოკუპაციო რესტო-ბარის მფლობელი იოსებ ბაბაევი

Published on

გორში მდებარე  ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელი სამოქალაქო აქტივისტ იოსებ ბაბაევი პოლიციამ დააკავა. ბაბაევი გორში, ბიძინა ივანიშვილის დახვედრის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს და ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, ბაბაევს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებიან.

იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოს დღეს უნდა ემსჯელა, თუმცა ბიზნესმენი სასამართლოში არ გადაიყვანეს, რის გამოც, მას, სავარაუდოდ, 2 დღის წინასწარი დაკავების იზოლატორში გატარება მოუწევს.

სამთავრობო მედიების განცხადებით, ბაბაევი იმ ტერიტორიაზე ცდილობდა შეჭრას სადაც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო ღონისძიება იმართება და სადაც ბიძინა ივანიშვილი სიტყვით უნდა გამოვიდეს, თუმცა ვიდეოკადრში ჩანს, რომ დაკავებული საკუთარ რესტორანში პროდუქტების მისატანად მანქანით ცდილობდა მისვლას, რა დროსაც მას საპოლიციო ძალებმა გზა გადაუკეტეს და დააკავეს.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...