მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინამ 49 ტყვე დაიბრუნა

უკრაინამ 49 ტყვე დაიბრუნა

Published on

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ოკუპანტთა ტყვეობიდან 49 მოქალაქის დახსნა მოხერხდა. 

უკრაინამ ტყვე მოქალაქეების სანაცვლოდ რუსეთს 49 სამხედრო გადასცა, რომელთა ნაწილიც კურსკში იმყოფებოდა. ჯერჯერობით ამ ინფორმაციას რუსული მხარე არ გამოხმაურებია.

ზელენსკის ცნობით, უკრაინაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების, ეროვნული პოლიციის, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის სამხედრო წევრები დაბრუნდნენ.

მათთან ერთად მშვიდობიანი მოქალაქეებიც გათავისუფლდნენ. ერთ-ერთი წარმოშობით ყირიმელი ლენია უმეროვაა, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით, 2022 წლის ბოლოდან, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.

უმეროვა სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ავადმყოფი მამის მოსანახულებლად ყირიმში წასვლას აპირებდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ტყვეობისგან აზოვსტალის რამდენი მცველი და უკრაინის სამხედრო გმირი, ვიქტორ ივჩუკიც დაიხსნეს.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...