მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთთან მტრობა არ გვსურს, მაგრამ უკრაინასთან ომი მან დაიწყო - დიდი ბრიტანეთის...

რუსეთთან მტრობა არ გვსურს, მაგრამ უკრაინასთან ომი მან დაიწყო – დიდი ბრიტანეთის პრემიერი

Published on

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ ომი უკრაინაში რუსეთმა დაიწყო, ხოლო დიდი ბრიტანეთი უკრაინას იმიტომ ეხმარება, რომ უკრაინას აქვს უფლება, თავი დაიცვას:

“ჩვენ არ გვსურს მტრობა რუსეთთან, ამის განზრახვა ნამდვილად არ გვაქვს. მაგრამ ეს ომი რუსეთმა დაიწყო, უკრაინას კი, ცხადია, აქვს უფლება, თავი დაიცვას. სწორედ ამითაა განპირობებული ჩვენი მხრიდან უკრაინის კონტიგენტის სწავლება და მომზადება, ასევე სამხედრო დახმარება. და ჩვენ ამას აუცილებლად განვიხილავთ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს”,
– თქვა კირ სტარმერმა “გარდიანთან” ინტერვიუში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინას დასავლეთმა მისცა ნება, შეუტიოს რუსეთის სიღრმეში არსებულ სამხედრო ლოკაციებს შორსმფრენი რაკეტებით, თუმცა, ჯერ საუბარია არა ამერიკულ ATACMS-ებზე, არამედ ბრიტანული წარმოების Storm Shadow და ფრანგულ Scalp რაკეტებზე. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...