მთავარისიახლეებიპოლიტიკალუკა, ნიკო და სანდრო - ჩემი შვილები არიან მთავარი მოტივაცია, რათა პოლიტიკაში...

ლუკა, ნიკო და სანდრო – ჩემი შვილები არიან მთავარი მოტივაცია, რათა პოლიტიკაში ვიყო – თინა ბოკუჩავა

Published on

„დღეს მთავარი მოტივაცია ჩემთვის, რომ ვიყო პოლიტიკაში, არის ლუკა, ნიკო და სანდრო – ჩემი შვილები და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ და თითოეულ ჩვენგან ჰქონდეს ევროპული მომავალი და მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად ევროპაშია.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

ამ წუთებში “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ღონისძიება მართავს – “ერთიანობა“ – პასუხობს ხალხს“ – სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს.

მოქალაქის კითხვა – „რუსული კანონის შემდეგ, პირველად გადავწყვიტე არჩევნებზე მისვლა და არ ვარ კარგი წარმოდგენის ქართულ პოლიტიკურ კლასზე, ამიტომ მაინტერესებს რით განსხვავდებით თქვენ სხვა პოლიტიკოსებისგან და რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ?“

„მე აბსოლუტურად მესმის თქვენი, მეც არაერთხელ ვყოფილვარ იმედგაცრუებული პოლიტიკით ან პოლიტიკოსებით. ძალიან არ მიყვარს სიყალბე, ოპორტუნიზმი და სამწუხაროდ ხშირად არის ხოლმე ასოცირებული პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ ერთი რამ – დღეს მთავარი მოტივაცია ჩემთვის, რომ ვიყო პოლიტიკაში არის ლუკა, ნიკო და სანდრო – ჩემი შვილები არიან და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათ და თითოეულ ჩვენგან ჰქონდეს ევროპული მომავალი.

მე მჯერა, რომ საქართველოს მომავალი ნამდვილად ევროპაშია და შესაძლებლობა არის ერთი ხელის გაწვდენაზე და ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები გაცილებით უფრო აქტიურად არიან ჩართულები, ვიდრე გასული წლების მანძილზე და მჯერა, რომ ეს არის ის არჩევნები, რომელშიც გადამწყვეტ სიტყვას სწორედ ახალგაზრდები იტყვიან.“- ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოქალაქის შეკითხვას.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...