მთავარისიახლეებიპოლიტიკა14 მილიარდიანი დახმარება: რამდენად რეალურია და კონკრეტულად, რაში დაიხარჯება - თინა ბოკუჩავას...

14 მილიარდიანი დახმარება: რამდენად რეალურია და კონკრეტულად, რაში დაიხარჯება – თინა ბოკუჩავას პასუხი

Published on

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ღონისძიებაზე – “ერთიანობა“ – პასუხობს ხალხს“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა 14 მილიარდი ევროს დახმარებასაც შეეხო, რომელზეც კოალიციის ლიდერები ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ.
მოქალაქის შეკითხვა: „ევროკავშირის 14 მილიარდიან დახმარებასთან დაკავშირებით: რამდენად რეალურად ეს დახმარება, რამდენ ხანში ველოდებით და კონკრეტულად რა მიზნებისთვის დაიხარჯება ეს თანხა?“
„სიმართლე გითხრათ, მქონდა მოლოდინი, რომ ერთ-ერთი კითხვა აუცილებლად იქნებოდა 14 მილიარდთან, რადგან ორი დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ჩვენ აქტიურად ვსაუბრობთ 14 მილიარდ ევროიან ფონდზე, ჩვენ გვესმის წარმოუდგენელი კრიტიკა ხელისუფლების მხრიდან. „ქართული ოცნება“, რომელიც ყოველთვის ყველაფერში გვადანაშაულებს და ახლა გვადანაშაულებს იმაში, რომ ჩვენ შეცდომაში შეგვყავს ხალხი. სინამდვილეში კი ქვეყანა შეგვყავს ევროკავშირში, ეს არის სიმართლე.
სიმართლე ასევე არის ის, რომ ნამდვილად არსებობს 14 მილიარდიანი ფონდი და ზუსტად რომ ვთქვათ ეს არის 14 მილიარდ 162 მილიონი ევრო, ე.წ. IPA-ის ფონდი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულად გაწევრიანების პროცესისთვის.
შესაბამისად, ეს არ არის ის თანხა, რომელიც საქართველოს ეძლევა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის წევრი ხდება, არამედ რა წამს ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ძალიან მალე, უმოკლეს დროში საქართველოს ეძლევა წვდომა ამ ე.წ. IPA-ის ფონდზე.
მე შემიძლია ასევე ვისაუბრო იმაზე თუ რაში იყენებენ სხვადასხვა ქვეყნები ამ თანხებს, ეს არა არის მხოლოდ ინსტიტუციური გაძლიერება, ეს არის კონკრეტული თანხები, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ მოქალაქეების საჭიროებებისთვის როგორიც არის მაგალითად – საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მაგალითად, საქართველოში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მაგალითად ასევე კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისთვის, როდესაც ოჯახებს ელემენტარულად თვიდან თვემდე კომუნალური გადასახადების გადახდა უჭირთ.
ასევე არის ულიმიტო დაფინანსება გაცვლითი პროგრამების ე.წ. – ერასმუსის პროგრამა, რაც ხდება ულიმიტო ქართველი ახალგაზრდებისთვის და ათასობით და ათი ათასობით გაცვლითი პროგრამის დაფინანსება იქნება შესაძლებელი ამ კონკრეტული 14 მილიარდიანი ფონდიდან. ასევე საავადმყოფოების და სკოლების მშენებლობა, სამედიცინო სერვისების დაფინანსება, ასე რომ ეს არ არის თანხები, რომელიც აბსტრაქტულად მიდის სახელმწიფო ბიუჯეტში ხალხისთვის უცნობი მიზნებისთვის, არამედ არის 14 მილიარდი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტული საჭიროებებისთვის საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის.
ამასთანავე არსებობს უამრავი ევროპული ფონდი, არსებობს ხუთი სტრუქტურული ფონდი, რეგიონული, სოციალური და ბევრი სხვა ფონდი, სადაც მილიარდობით ევრო დევს, თუმცა ჩვენ საუბარი გვაქვს კონკრეტულად გაწევრიანების პროცესში რისი მიღება შეუძლია საქართველოს და დიახ, ეს არის 14 მილიარდიანი გაწევრიანების ფონდი. ასე რომ შეცდომაში ნამდვილად არ შეგვყავს საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ საქართველო შეგვყავს ევროკავშირში.“ – ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მოქალაქის შეკითხვას.

სიახლეები

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს

ევროპული საბჭო საქართველოს საკითხზე 18 ნოემბერს იმსჯელებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში...

“არა რუსულ არჩევნებს!” -დღეს, თბილისში აქცია-მსვლელობა 15:00 საათიდან დაიწყება

არა რუსულ არჩევნებს!" - დღეს, თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოეწყობა. ოპოზიციური პარტიების: "კოალიცია ცვლილებისთვის",...

არა რუსულ არჩევნებს! – 9 ნოემბერს, 15:00 საათზე, პროევროპული ოპოზიცია მსვლელობას მართავს

ხვალ, 9 ნოემბერს, პროევროპული ოპოზიცია საპროტესტო აქციას გამართავს. "კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, შეკრება ორ ლოკაციაზე,...

იანვარ-სექტემბერში საქართველოში 4 107 ავარია მოხდა და 301 ადამიანი ემსხვერპლა

მიმდინარე წელს საქართველოში 4 107 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. 2024 წლის 9 თვეში ავარიებს 301...