მთავარისიახლეებიპოლიტიკა26 ოქტომბრის შემდეგ სტუდენტებს ვპირდებით, რომ სახელმწიფო სუბსიდიის მეშვეობით ბინების დაქირავებას შეძლებენ...

26 ოქტომბრის შემდეგ სტუდენტებს ვპირდებით, რომ სახელმწიფო სუბსიდიის მეშვეობით ბინების დაქირავებას შეძლებენ – სოფო ჯაფარიძე

Published on

“26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი, სტუდენტებს ვპირდებით, რომ ექნებათ საშუალება, სახელმწიფო სუბსიდიით იქირაონ ბინები, ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რათა სტუდენტების უმრავლესობას არ მოუწიოს ღამით მუშაობა, რათა სწავლის ქირა გადაიხადონ”, – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძის განცხადებით, “26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დასრულდება რუსული რეჟიმი და ჩვენ აღვადგენთ მოლაპარაკებას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ აი ეს, ევროკავშირის პასპორტი, ქართული პასპორტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გარანტია იქნება, მათ შორის, ჩვენი ახალგაზრდობის, რომლებიც დღეს უამრავი პრობლემის წინაშე დგანან.

ჩვენს სტუდენტებს არა აქვთ საშუალება იქირაონ ბინა, მაშინ როდესაც 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა შეძლო აღმოეფხვრა კორუფცია უმაღლეს სასწავლებლებში, დღეს ისინი დგანან პრობლემების წინაშე, ჩვენ გპირდებით, რომ ამ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ და სტუდენტებს ექნებათ საშუალება, სახელმწიფო სუბსიდიით იქირაონ ბინები, ავაშენებთ საერთო საცხოვრებლებს, რათა სტუდენტების უმრავლესობას არ მოუწიოს ღამით მუშაობა იმისთვის, რომ სწავლის ქირა გადაიხადონ და ეს ყველაფერი, ცხადია აისახება მათ ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე.

შესაბამისად,ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს პრობლემები და ჩვენს სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული სტუდენტობა”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...