მთავარისიახლეებიპოლიტიკა26 ოქტომბერს თბილისი ისევ იტყვის თავის ევროპულ სიტყვას - თინა ბოკუჩავა

26 ოქტომბერს თბილისი ისევ იტყვის თავის ევროპულ სიტყვას – თინა ბოკუჩავა

Published on

თბილისში, რიყის პარკში, მშვიდობის ხიდის გვერდით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის კამპანიის ღონისძიების – “კი ევროპას” გახსნის დროს სიტყვით გამოსვლისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა:

“მარტი-აპრილის აქციებზე რუსული კანონის წინააღმდეგ, თბილისმა, ახალგაზრდების განსაკუთრებული ენერგიით, მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ევროპელი ლიდერები აღფრთოვანებით ამბობდნენ, რომ ევროპის გული თბილისში ძგერს. თბილისმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვა – კი ევროპას! იყო თბილისელი ნიშნავს იყო ევროპელი. თბილისი საკუთარი არსით და მულტიკულტურული მემკვიდრეობით წმინდა ევროპული ქალაქია – ეს არის ჩვენი ქალაქის ისტორიაც და მომავალიც.

თბილისი ყოველთვის იდგა ცვლილებების ავანგარდში. ვიცი, 26 ოქტომბერს ჩემი ქალაქი კიდევ ერთხელ იტყვის თავის ევროპულ სიტყვას.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თბილისი აქცია ევროპის ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად, განახორციელა თბილისის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ყველაზე ამბიციური პროექტი და შექმნა თანამედროვე თბილისის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობანი, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუსტად 15-ჯერ გაზარდა ტურისტების რაოდენობა თბილისში, გააოთხმაგა თბილისის ეკონომიკა, და საგანგაშო მაჩვენებელი სადაც ყოველი მეორე თბილისელი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა შეამცირა 20%-მდე, თბილისი ამაყად მასპინძლობდა მსოფლიო ლიდერებს მაგრამ დღეს, თბილისი შესაძლებლობების ქალაქის, ნაცვლად სიღარიბის და უპერსპექტივობის ქალაქად იქცა.

26 ოქტომბერს ყველა თბილისელს გვაქვს არჩევანი: ევროპული კეთილდღეობა თუ სიღატაკე იზოლაციაში – გაღარიბებული თბილისელების ხარჯზე კორუფციით გამდიდრებული თბილისის მერი თუ ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული კოალიციური მთავრობა – დაკარგული ინვესტიციები თუ წვდომა 14 მილიარდიან ევროკავშირის გაწევრიანების ფონდზე, – 14 მილიარდი, რომლითაც თბილისში ავაშენებთ სკოლებს და საბავშვო ბაღებს, საერთო საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის – 14 მილიარდი ეკოლოგიური პროექტებისთვის, პარკების და სპორტული კომპლექსებისთვის – 14 მილიარდი შემოვლითი რკინიგზის გზისთვის, რათა თბილისელები ნახევარ ცხოვრებას საცობებში არ ატარებდნენ – 14 მილიარდი ევროპული კეთილდღეობისთვის, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა მჯერა, თბილისი თავის ევროპულ არჩევანს ამაყად გააკეთებს 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე”, – თქვა თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას. 

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...