მთავარისიახლეებიმთავრობა გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს ზრდის - კომიტეტი 11,5 მლნ ლარს მიიღებს

მთავრობა გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს ზრდის – კომიტეტი 11,5 მლნ ლარს მიიღებს

Published on

მთავრობა გელათის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს ზრდის. 9 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებაში წერია, რომ 18 მარტის განკარგულებაში ცვლილებები შევიდა და ფინანსთა სამინისტრომ “საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან” კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უნდა გამოუყოს 11,5 მლნ ლარი.

განკარგულებას ხელს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. ოპოზიციასა და მესამე სექტორში აცხადებენ, რომ ამ დრომდე დახარჯულმა თანხებმა შედეგი ვერ გამოიღო. სპეციალისტების თქმით, პრობლემა არა ფინანსებში, არამედ კვალიფიკაციაშია.

“2015 წლის შემდეგ, რაც მიმდინარეობს ბოლო ეპიზოდი ამ რეაბილიტაციისა ეგრეთწოდებულის, დახარჯულია მილიონობით ლარი და ეს ყველამ იცის, ხელისუფლების ყველა წევრის ჩათვლით და ვიცით, რომ მიმდინარეობს მხოლოდ ფორმალური გამოძიება და არანაირი შედეგი ამ გამოძიებას არ ჰქონია. რაც შეეხება ამ ბოლო ტრანშს, მისი ბედიც და მიზნობრიობაც უცნობი იქნება მანამ, სანამ კვალიფიკაცია არ შევა კომპონენტად ამ საქმეში”, – ამბობს “ევროპა ჩვენი სახლიას” წარმომადგენელი, თორნიკე ბარათაშვილი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...