მთავარისიახლეებიCNN-ტრამპი-ჰარისის პირველი დებატების მაყურებელთა 67%-მა გამარჯვება ჰარისს მიაკუთვნა

CNN-ტრამპი-ჰარისის პირველი დებატების მაყურებელთა 67%-მა გამარჯვება ჰარისს მიაკუთვნა

Published on

ამომრჩევლებმა, რომლებმაც სამშაბათს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის კამალა ჰარისის და ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირველ სატელევიზიო დებატებს უყურეს, CNN-ის და კვლევითი კომპანია SSRS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამარჯვებულად ჰარისი დაასახელეს – 63% – ჰარისი, 37% – ტრამპი. ცდომილება +/- 5,3%-ია.

დებატებამდე, იგივე ამომრჩევლის აზრი იმაზე, თუ რომელი კანდიდატი იქნებოდა უფრო ძლიერი, თანაბრად იყოფოდა – რესპონდენტების 50% მიიჩნევდა, რომ კამალა ჰარისი უფრო წარმატებული იქნებოდა, 50% კი ტრამპს ასახელებდა.

მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში, სანამ მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენი გადაწყვეტდა, რომ არჩევნებიდან კანდიდატურა მოეხსნა, დონალდ ტრამპისა და მისი დებატების დროს, გამოკითხულთა 67%-მა გამარჯვებულად ტრამპი დაასახელა, ბაიდენს კი მხარი 33%-მა დაუჭირა.

CNN-ის გამოკითხვა ტექსტური შეტყობინებით 605 დარეგისტრირებულ ამომრჩეველთან ჩატარდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დებატებს უყურეს. რესპონდენტები დაკომპლექტებულნი იყვნენ დებატებამდე მონაწილეობის მისაღებად და შეირჩნენ SSRS Opinion Panel-ის წევრების გამოკითხვის გზით.

ტრამპს და ჰარისს მწვავე დებატები ჰქონდათ ABC News-ის ეთერში ინფლაციის, აბორტის, იმიგრაციისა და საგარეო პოლიტიკის შესახებ. ეს იყო რესპუბლიკელებისა და დემოკრატების კანდიდატების პირველი დებატი, არჩევნებამდე 8 კვირით ადრე.

სიახლეები

“ქართული ლეგიონი” – ბაზაზე დივერსიული აქტის შედეგად დემეტრე დარჩია დაიღუპა

"ქართული ლეგიონის" ბაზაზე მომხდარი დივერსიული აქტის შედეგად დაღუპულია ლეგიონის ქართველი მებრძოლი დემეტრე დარჩია. ცნობილია,...

პარალიზებულ ჭავჭავაძეზე, მათე დევიძის მხარდასაჭერად კარვები გაიშალა

მათე დევიძის მხარდასაჭერად, რომელსაც დღეს უსამართლო სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა...

მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება...

სალომე ზურაბიშვილი დედების მარშის დღეს “გზის გადაკეტვისთვის” 5 000 ლარით დააჯარიმეს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "გზის გადაკეტვის" გამო 5 000 ლარით დააჯარიმეს. "აქტივისტად მოვინათლე დღეს! მე...