მთავარისიახლეებიპოლიტიკა26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში - სოფო ჯაფარიძე

26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში – სოფო ჯაფარიძე

Published on

“ამდენი წლის განმავლობაში, ქართული ოცნება ყველა ღონეს
ხმარობს, რომ ჩვენი ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში, მაგრამ ამ საოცარ
ხალხთან, ჩვენს თბილისელებთან ერთად, 26 ოქტომბრის შემდეგ
ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში”, – აცხადებს ენმ-ის თბილისის
ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე დიდუბის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

ენმ-ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე და
თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი
ნადირაძე დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის
შემდეგ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა განწყობა
ამაღლებული და ოპტიმისტურია:

“დიდუბეში განწყობა არის საოცრად ამაღლებული. ეს ადამიანები ირჩევენ კეთილდღეობას ევროპაში და დიახ, აღარასოდეს აღარ იქნება სიღატაკე იზოლაციაში, იმის მიუხედავად, რომ ამდენი წლის განმავლობაში, ქართული ოცნება ყველა ღონეს ხმარობს, რომ ჩვენი ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში, რომ
ჩვენს ქვეყანაში იყოს უმუშევრობა, მაღალი ფასები, დაბალი
პენსიები, მაგრამ ამ საოცარ ხალხთან ერთად, ჩვენს თბილისელებთან
ერთად, რომლებსაც ყოველდღიურად ვხვდები და ვესაუბრები,
შევდივართ თითოეულ ოჯახში, ვისმენთ ყველას პრობლემებს და
აუცილებლად, ჩვენ ყველანი ერთად, 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენ
ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და ჩვენი ქვეყნის ამ ღირსეულ
მოქალაქეებს ექნებათ ღირსეული ხელფასები, ევროპული პენსიები,
ევროპული განათლება, ჯანდაცვა, და ეს ყველაფერი იქნება, როცა ხელისუფლება დაკომპლექტება პროფესიონალებით, პატიოსანი ადამიანებით არა კორუფციაში ჩაბმული ადამიანებით”,- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა
სოფო ჯაფარიძემ დიდუბეში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

სიახლეები

ბრიტანეთის თემთა პალატაში ივანიშვილისა და რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს

ბრიტანეთის თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი რუხაძის დასანქცირება მოითხოვეს. ასევე გაჟღერდა "ქართული ოცნების"...

სირიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მივმართე-უილსონი

მოხარული ვარ, რომ თებერვალში სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ შიბანს ვთხოვე, შეცვალოს ასადის რეჟიმის არასწორი...

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ

სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინული და რუსული მხარეები ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC...

პუტინს არ უნდა მშვიდობა, ჩვენ უნდა გავზარდოთ მასზე ზეწოლა – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი პუტინის ბოლოდროინდელ ქმედებებს გმობს. ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის,...