მთავარისიახლეებიპოლიტიკა"560 ადამიანიდან ყველა "ქართულ ოცნებასთანაა" დაკავშირებული, ან პარტიის წევრია" - ანა წითლიძე...

“560 ადამიანიდან ყველა “ქართულ ოცნებასთანაა” დაკავშირებული, ან პარტიის წევრია” – ანა წითლიძე საუბნო კომისიის წევრებზე

Published on

“560 ადამიანის სია იყო ზუგდიდში, შესაბამისად, 560-ვე გავშიფრეთ: ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა “ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ან არ არის “ქართული ოცნების” წევრი, ეს არის დანაშაული, რომლის სათავეში დგას საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომელიც, თავის მხრივ, უშუალო დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ.

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე, სადაც უნდა დაემტკიცებინათ საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრები, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხს უთხრა, რომ ის პირები, ვინც საუბნო კომისიებში ინიშნებიან, პარტიული ნიშნით არიან შერჩეული: 

ანა წითლიძის განცხადებით,  “სიაში ერთიც კი არ არის ადამიანი, რომელიც არაა “ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ან არ არის “ქართული ოცნების” წევრი, ისინი არიან “ქართული ოცნების” დავალების შემსრულებლები და შესაბამისად, არ არიან არც თავისუფალი და არც დემოკრატიული არჩევნების ნაწილი. კანონის მიხედვით, ისინი თავისუფალი უნდა იყვნენ ნებისმიერი პარტიის გავლენისაგან, მაგრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა საოლქო-საარჩევნო კომისიამ, რომ ისინი არ აპირებენ ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას. ეს არის დანაშაული, რომელიც სათავეს იღებს საოლქოს თავმჯდომარე მირანდა მესხისგან, რომელიც, თავის მხრივ, უშუალო დავალებებს იღებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან”, – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ. 

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიების წევრთა დამტკიცება პირველი კენჭისყრით ვერ მოხერხდა, რადგან სიას მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მაგრამ მეორე კენჭისყრით საუბნო კომისიის 560-ვე წევრი დაამტკიცეს.  

შეგახსენებთ, დღეს ყველა რეგიონში საოლქო-საარჩევნო კომისიების სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები დაამტკიცეს. 

ოპოზიცია აცხადებს, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები არა პროფესიული, არამედ პარტიული ნიშნით შეირჩა და ისინი “ქართული ოცნების” ინტერესებს გაატარებენ.

სიახლეები

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...