მთავარისიახლეები"რაც საქართველოში ხდება, მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა" - ლავროვმა აგენტების და ანტი-ლგბტ...

“რაც საქართველოში ხდება, მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა” – ლავროვმა აგენტების და ანტი-ლგბტ კანონების გამო “ოცნება” კიდევ ერთხელ შეაქო

Published on

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოში მიმდინარე პროცესებს РБК-სთან ინტერვიუში გამოეხმაურა. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ აგენტების კანონის და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტის გამო რუსეთიდან შექება კიდევ ერთხელ დაიმსახურა.

სერგეი ლავროვის თქმით, ის რაც ხდება საქართველოში ეროვნული იდენტობის გაცნობიერებაა.

“რაც ხდება საქართველოში არის მათი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგება, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობისა და ეროვნული კულტურის ერთი და იგივე ღირებულებები, რომელიც ჩამოირეცხება, წაიშლება და დაიმსხვრევა ეგრეთ წოდებული წესებით, რომლებსაც დასავლეთი ყველას უწესებს – პირველ რიგში ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების კონტექსტში. ქართველებს ეს არ აწყობთ, მათ ასევე არ აკმაყოფილებთ ლგბტ დღის წესრიგის აღვირახსნილი დაწესება. ქართველი ხალხი ძალიან ზედმიწევნით იცავს თავის ისტორიას და სწორედ ამისთვის იღებს დასავლეთის ქვეყნებისგან ასეთ საყვედურებს.” – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი “ოცნების” ხელისუფლების რიტორიკის მსგავსად დასავლეთს ტრადიციების განადგურებაში ადანაშაულებს და საქართველოს ხელისუფლებას მიხვედრილობას უწონებს.

“ქართული მაგალითი ძალიან ნიშანდობლივია. უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აცნობიერებს, რომ ლიბერალური დემოკრატიის ეს ძაბრი, სადაც დასავლეთი მათ იწოვს, ეწინააღმდეგება მათ ფესვებს და წინაპრების ტრადიციებს, დასავლეთს სწორედ ამ ტრადიციების განადგურება, დავიწყება და ეგრეთ წოდებული არატრადიციული ღირებულებებით შეცვლა სურს, რისი დახმარებითაც მათ ჰეგემონიის შენარჩუნების იმედი აქვთ.”- აღნიშნა ლავროვმა.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...