მთავარისიახლეები"პუტინი იხილავს სასამართლო დარბაზს შიგნიდან... არაფერია მუდმივი" - ჰააგის პროკურორის თქმით, მონღოლეთს...

“პუტინი იხილავს სასამართლო დარბაზს შიგნიდან… არაფერია მუდმივი” – ჰააგის პროკურორის თქმით, მონღოლეთს ორდერის უგულვებელყოფისთვის განმარტების გაკეთება მოუწევს

Published on

გამოცემა BBC-სთან ინტერვიუში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ მონღოლეთს მოუწევს განმარტების გაკეთება, თუ რატომ უგულებელყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი და რატომ არ დააკავა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, სამშაბათს მონღოლეთში ვიზიტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრის დროს ჩადენილი სავარაუდო სამხედრო დანაშაულებისთვის მოქმედი ორდერი არსებობს.

მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესი სასამართლოს დონეზე მიმდინარეობს და ეს საკითხი ახლა მოსამართლეებსა და მონღოლეთის მთავრობას შორის წყდება.

კარიმ ხანის განცხადებით, მას სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინი “იხილავს სასამართლო დარბაზს შიგნიდან… არაფერია მუდმივი. ცხოვრება გარდამავალია. და ყველა პოლიტიკური ცხოვრება მარცხით მთავრდება”.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წლის მარტში პუტინისა და ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. ამის შემდეგ, ყველა ქვეყანა, რომელიც რომის სტატუტის ხელმომწერია, ვალდებულია თავის ტერიტორიაზე ჰააგის სასამართლოს მიერ ძებნილი პიროვნება დააპატიმროს.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...