მთავარისიახლეებიფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ, რასაც მოვაღწიეთ - კნუტ აბრაჰამი საქართველოსა და...

ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ, რასაც მოვაღწიეთ – კნუტ აბრაჰამი საქართველოსა და EU-ზე

Published on

10 ან 15 წლის წინ მთავარი შეკითხვა ის იყო, არის თუ არა საქართველო ევროპის სრულფასოვანი ნაწილი. ამ შეკითხვას ევროკომისიამ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ნათლად, გეოპოლიტიკურად უპასუხეს, რომ კი, ასეა, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

ეს ადვილი არ ყოფილა, რადგან რეალური პოლიტიკური ნებაა საჭირო იმის დასანახად, რომ შავი ზღვის აქეთ მხარესაც ევროპაა. ეს ერთი ნაწილია. მეორე ნაწილი კი ისაა, რომ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საპარლამენტო არჩევნების წინ და რასაც ჩვენ ვშვრებით, რისთვისაც კარგია ის კონფერენცია, რომელსაც ვესწრები, ისაა, რომ შევინარჩუნოთ, რასაც ბოლო 20 წელიწადში მივაღწიეთ და საფრთხე არ შევუქმნათ ამას.

პირველ ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ეს არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად ჩატარდეს. როგორც დემოკრატებმა, უნდა მივიღოთ ნებისმიერი შედეგი იმ პირობით, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება.

საგარეო და ევროპული პოლიტიკის თვალსაზრისით კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რათა შევინარჩუნოთ, რასაც მოვაღწიეთ. რადგან გულახდილად უნდა ვთქვათ – თუ ამ პროცესში ზედმეტი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ძალიან გაძნელდება იმავეს მიღწევა. მოლაპარაკებების გახსნა და ევროკავშირის გაფართოება უდავიდარაბო საკითხი სულაც არაა. ამდენად, საქართველომ და პარტნიორებმა უნდა დააფასონ, რასაც მიაღწიეს”.

– განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან”, კნუტ აბრაჰამმა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...