მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ბიძინას გაგებაშიც კი და "რუსულ დემოკრატიაშიც" წარმოუდგენელია, რასაც აკეთებენ", - ლევან ხაბეიშვილი...

“ბიძინას გაგებაშიც კი და “რუსულ დემოკრატიაშიც” წარმოუდგენელია, რასაც აკეთებენ”, – ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ეძგვერაძის სასამართლოდან

Published on

“ბიძინას გაგებაშიც კი და რუსულ დემოკრატიაშიც წარმოუდგენელია, რასაც აკეთებენ, უნდა იცოდეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში არათუ უვიზოდ, ვიზებითაც კი არ შეგვიშვებენ ევროპაში”, – ასე ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესს თბილისის აქალაქო სასამართლოში.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით:
“ისინი აგებენ არჩევნებს, აგებენ განსაკუთრებით დედაქალაქში, გლდანის შტაბის ხელმძღვანელი უნდათ, რომ ახლა ატარონ არჩევნებზე, მათ უნდათ, რომ ჩვენ კი არ ვილაპარაკოთღ პენსიების ზრდაზე – არა! უნდათ, რომ დაიჭირონ ირაკლი ნადირაძე. დემოკრატიაა ხო, ეს? ბიძინას გაგებაშიც კი და რუსულ დემოკრატიაშიც წარმოუდგენელია, რასაც აკეთებენ. უნდა იცოდეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში არათუ უვიზოდ, ვიზებითაც კი არ შეგვიშევებე ევროპაში, – განაცხადა ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა თბილისის სქალაქო სასამართლოში, სადაც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, თბილის საკრებულოში ენმ-ის ფრაქცის წევრის ირაკლი ეძგვერაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, მანამდე საქალაქო სასამაღტლოს ეზოში კომენტარი გააკერთა ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ:

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ირაკლი ეძგვერაძესთან ერთად გლდანში დაკავებული და შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი, თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლის:

“ჩვენ უკვე ველოდებით ადმინისტრაციულ სასამართლოს, ირაკლი ეძგვერეძეს გადმიყვანენ და ის თავად გააკეთებს განმარტებას, რაც შეეხება მომხდარს, ფაქტია, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს ყველაფერს, რომ ოპოზიციამ არ ჩაატაროს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია, არ ილაპარაკოს ხალხის პრობლემებზე, მას უნდა დაყოფა, დევნა, ჩვენ გვინდა ძლიერი ქართული ოჯახი, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი შემოსავალი, საუბარი ხალხთან. არ გვაძლევს ამის კეთების საშუალებას, მაგრამ მალე მოდის 26 ოქტომბერი და როგორც არ უნდა ეცადონ ხელისშეშლას, 26 ოქტომბერი იქნება ის თარიღი, როცა პროდასსავლური ოპოზიცია გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმზე”, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...