მთავარისიახლეებიპოლტავაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა - სამაშველო სამუშაოები...

პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა – სამაშველო სამუშაოები გრძელდება

Published on

პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, 297 ადამიანი დაშავებულია.

“სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით. დიდი ალბათობით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ ხუთამდე ადამიანი იყოს”, – აცხადებს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

3 სექტემბერს, დილით, პოლტავას სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. მედიის ინფორმაციით, რომ ეს იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწავლო ცენტრი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა და თქვა, რომ იერიში მიიტანა უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე ერთობლივი სასწავლო ცენტრი.

სიახლეები

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...

საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი

„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...

დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე

დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...

ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...