მთავარისიახლეებიპოლიტიკაყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში თინა ბოკუჩავა კოალიციის ხუთ პრიორიტეტს წარადგენს

ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში თინა ბოკუჩავა კოალიციის ხუთ პრიორიტეტს წარადგენს

Published on

“ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა იმ ხუთი პრიორიტეტის შესახებ ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას იზოლაციიდან გამოიყვანს, ევროკავშირის წევრობისკენ წაიყვანს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს ევროპულ კეთილდღეობას მოუტანს,“- აცხადებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე იმ ხუთი პრიორიტეტის პრეზენტაცია დააანონსა, რომელსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა დღეს, 18:00 საათზე ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში გაასაჯაროვებს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ეს იქნება პრიორიტეტები, “რომელიც ქვეყანას იზოლაციიდან გამოიყვანს, ევროკევშირის წევრობისკენ წაიყვანს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს ევროპულ კეთილდღეობას მოუტანს,“

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „დღეს 18:00 საათზე ყვარელში, მიხეილ სააკაშვილის სახლში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა იმ 5 პრიორიტეტის შესახებ ისაუბრებს, რომელიც ქვეყანას იზოლაციიდან გამოიყვანს, ევროკავშირის წევრობისკენ წაიყვანს და საქართველოს ყოველ მოქალაქეს ევროპულ კეთილდღეობას მოუტანს,“ .
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ჩიხში შეიყვანა და ხელისუფლებაში მისი დარჩენა ქვეყანას სრული იზოლაციით და მოქალაქეებს ამ იზოლაციაში კიდევ უფრო გაღატაკებით ემუქრება.
„ამის საპირისპიროდ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანას კონკრეტულ 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს, რომელიც მიმართულია იქეთკენ, რომ ეკონომიკა ამუშავდეს ხალხისთვის, რომ ქვეყანაში იყოს სოციალური სამართლიანობა, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და საქართველომ აისრულოს თავისი ისტორიული ნატვრა – თავი იგრძნოს უსაფრთხოდ და დაცულად და ყოველი მისი მოქალაქე იყოს ევროპული ტიპის კეთილდღეობაში.,“ – აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მისივე თქმით, 5 პრიორიტეტი იმ დიალოგის შედეგად ჩამოყალიბდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერებმა საქართველოს მოქალაქეებთან გამართეს საქართველოს ყველა კუთხეში, სოფელსა თუ ქალაქში. ამ დიალოგის დროს მოქალაქეები საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ წინაშე დგას და, ბუნებრივია, ჩვენ ვპასუხობთ ქართველ ხალხს. ხუთი პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში საკვანძო იყო მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელმაც „ვარდების რევოლუციის შემდეგ“ ერთხელ უკვე გამოიყვანა ქვეყანა 90-იანი წლების იზოლაციიდან და სიღატაკიდან და ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილის დიდი გამიცდილება და უნარი ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ დაეხმარება იმაში, რომ ეს 5 პრიორიტეტი რეალობად იქცეს არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ. ასევე, ამ 5 პრიორიტეტის ჩამოყალიბებაში სხვადასხვა სფეროს გამოცდილი და კვალიფიციური ექსპერტი მონაწილეობდა.

„5 პრიორიტეტი ეფუძნება ერთიანობის, ეროვნული თანხმობის, ქვეყნის გამთლიანების, საზოგადოებაში ეროვნული თანხმობის მიღწევის, ერთიანობის პრინციპს. იმას, რომ როცა ჩვენ ერთიანი ვართ, ყველაფერი შეგვიძლია, ხოლო როცა ვიყოფით, ბუნებრივია, მტერი ხარობს ჩვენზე და ეს ისტორიულადაც არაერთხელ დადასტურებულა. “ქართული ოცნების’ 12-წლიანი მმართველობა არის დაფუძნებული მხოლოდ სიძულვილზე, დაპირისპირებაზე, გათიშულობაზე, 5 პრიორიტეტი პასუხობს იმ პრობლემებს, რომლის წინაშე ჩვენი მოქალაქეები დგანან: ეს არის გაზრდილი ფასები, უმუსევრობა, სიღარიბე და ამ პრობლემების გამო ქვეყნიდან გაქცეული ათიათასობით მოქალაქე და გახლეჩილი ოჯახები.

5 პრიორიტეტი მომავლის ხედვაა, როგორი გვინდა იყოს მომავლის საქართველო, 5 პრიორიტეტი არის გზა, როგორ ვიპოვოთ ჩვენი თავი ჩვენს ქვეყანაში, როგორ მოვახდინოთ ჩვენი თავის რეალიზაცია, როგორ გამთლიანდეს ოჯახები. დარწმუნებული ვარ, ყველა ინტერესით მოუსმენს თინა ბოკუჩავას დღეს, 18:00 საათზე,“- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.

სიახლეები

წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის...

პლასტმასის ბოთლებში სასმლის აკრძალვის რეგულაცია 4 წლით გადავადდება – კობახიძე

ნახვა tbl.ge/7h4x დაკოპირდა ივანიშვილის წარმომადგენლის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პლატმასის ბოთლებში სასმლის...

აშშ-სა და ირანს შორის ომის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი სავარაუდოდ, პარასკევს გაიმართება

აშშ-სა და ირანს შორის ომის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პარასკევს არის დაგეგმილი. როგორც...

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას...