მთავარისიახლეები7 395 731 ლარის შემოწირულობიდან 84%-ზე მეტი "ოცნებამ" მიიღო, დაფიქსირდა ამომრჩევლების სავარაუდო...

7 395 731 ლარის შემოწირულობიდან 84%-ზე მეტი “ოცნებამ” მიიღო, დაფიქსირდა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები -ISFED-ის მონიტორინგი

Published on

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალურ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს . კვლევა მოიცავს 1-ელი ივნისიდან 27 აგვისტომდე პერიოდს.

ანგარიშშია ნათქვამია, რომ ამ პერიოდში 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი “ოცნების”
შემოწირულებებზე მოდიოდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკვირვების პერიოდში, „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა ამომრჩევლების სავარაუდო მოსყიდვის 5 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 3 მმართველ პარტიას, ხოლო 2 ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებას უკავშირდება.

„2024 წლის 1-ელი ივნისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით 16-მა პოლიტიკურმა პარტიამ 7 395 731 ლარის შემოწირულება მიიღო, რომლის 84%-ზე მეტი მმართველი პარტიის შემოწირულებებზე მოდიოდა.

ამასთან, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად გახშირდა მმართველი პარტიის მიერ მასშტაბური სახელმწიფო პროექტების ინიციირება. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე იწყება, მსგავსი ინიციატივების/პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს და შლის ზღვარს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის”, – აღნიშნულია ანგარიშში.

სიახლეები

საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს – ჯო უილსონი

უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები! - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო...

საია პროკურატურას მოუწოდებს, დროულად განახორციელოს ქორიძეზე და გახარიაზე თავდამსხმელთა დევნა

საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის ფარგლებში, დროულად განახორციელოს გიორგი გახარიას და ზვიად...

პარტია “საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს

ჯგუფური თავდასხმა გიორგი გახარიაზე - "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს. გახარიას პარტია ითხოვს დაუყონებლივ და საფუძვლიან გამოძიებას...

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ

გიორგი გახარიას პირველი განცხადება მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ - პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში...