მთავარისიახლეებიპოლიტიკა"წალენჯიხის მერიას გრანტი გაუუქმდა "რუსული კანონის" მიღების გამო, სხვა მუნიციპალიტეტები კი ამას...

“წალენჯიხის მერიას გრანტი გაუუქმდა “რუსული კანონის” მიღების გამო, სხვა მუნიციპალიტეტები კი ამას მალავენ… “, – გია ხარჩილავა

Published on

“ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას, მე თქვენ გეუბნებით, წალენჯიხის მერიას გრანტი გაუუქმდა “რუსული კანონის” მიღების გამო და ჩვენ ამას ვდეკლარირებთ, სხვა მუნიციპალიტეტები კი მალავენ… “, – აცხადებს წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა.

წალენჯიხაში, მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე, წალენჯიხის მერმა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გია ხარჩილავამ აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა შეჩერებულ პროექტებსა და საგრანტო დახმარებებზე უწევს საუბარი.

გია ხარჩილავას განცხადებით: “პრაქტიკაში და ქმედებაში რას გვაძლევს ან რას გვართმევს ‘რუსული კანონი” დასავლეთთან ურთიერთობაში: წალენჯიხის მერიამ გრანტი მიიღო და იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ჯიუტად მიიღო “რუსული კანონი”, გრანტი შეჩერებულია. ტურიზმის მიმართულება წალენჯიხაში, ფაქტობრივად, არის გაუქმებული და მოგახსენებთ, რა ვითარებაა ამ დროისთვის:

“მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის, ჩვენ ძალიან ვაფასებთ წალენჯიხის მერიის ძალისხმევას, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროექტების სედეგები გახდება უფრო ფართოდ ხელმისაწვდომი, აუცილებლად გაცნობებთ, რატომ გაუქმდა გრანტი”, – ნათქვამია წერილში, რომელიც წალენჯიხის მერიამ მიიღო.

გია ხარჩილავას თქმით, “ჩვენ ჩავეხსენით ევროპას, ჩავეხსენით ჩვენს მეგობრებს, ჩავეხსენით დაფინანსებას და რაც აქ ხდება, ყველაფერი არის ჩვენს მიერ დეკლარირებული, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტები ამას არ აღნიშნავენ. მე თქვენ გეუბნებით, რომ წალენჯიხის მერიას გრანტი გაუუქმდა იმის გამო, რომ რუსული კანონი ჯერჯერობით, მოქმედებს საქართველოში”, – განაცხადა გია ხარჩილავამ ბრიფინგზე.

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...