მთავარისიახლეებიპარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია 3 სექტემბერს გაიხსნება

Published on

პარლამენტის საშემოდგომო სესია ხვალ, 3 სექტემბერს გაიხსნება. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, X მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია შემჭიდროებულ ვადებში ჩატარდება.

მისივე თქმით, 3-6 სექტემბრის პლენარულ სხდომებზე დეპუტატები “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, ასევე მეორე მოსმენით განიხილება “ოცნების” ჰომოფობიური კანონპროექტი. კანონმდებლები ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“ხვალ საშემოდგომო სესია იხსნება. ზაფხული, მართალია, საპარლამენტო საქმიანობისთვის შესვენების პერიოდია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საარჩევნო წელია, ყველა ამ საკითხებით იყო დაკავებული. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია, ჩვენ უფრო შემჭიდროებული სესია გვექნება, სადაც მხოლოდ ძირითად საკითხებს განვიხილავთ, რადგან ყველა კოლეგას, რომელიც წინასაარჩევნო პროცესებშია ჩართული, მოქალაქეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეს”, – თქვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...