მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი და "ქართული ოცნება" ებრძვის სწორედ იმ რეფორმებს, აღმშენებლობასა და პროგრესს, რომელიც...

ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ებრძვის სწორედ იმ რეფორმებს, აღმშენებლობასა და პროგრესს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა – თინა ბოკუჩავა

Published on

“როცა პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროსაც ათჯერ და თორმეტჯერ გაიზარდა პენსიები, ბიუჯეტი და სხვა ეკონიმიკური მაჩვენებლები, “პიჯაკების საქმეზე” ასამართლებ, ეს ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ებრძვის სწორედ იმ რეფორმებს, აღმშენებლობასა და პროგრესს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა”, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო სხდომის დაწყებამდე თინა ბოკუჩავამ განაცხადა: “როდესაც პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროსაც ათჯერ და თორმეტჯერ გაიზარდა პენსიები, ბიუჯეტი და სხვა ეკონიმიკური მაჩვენებლები, “პიჯაკების საქმეზე” ასამართლებ, ეს ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ებრძვის სწორედ იმ რეფორმებს, აღმშენებლობას და პროგრესს, რომელიც სწორედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერი იქნება შესაძლებლობა, ჩვენ კიდევ ერთხელ ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას, დაპირისპირებას, ქაოსს, საერთაშორისო იზოლაციას და სიღატაკეს, რომელიც თან ახლავს ივანიშვილის თორმეტწლიან მმართველობას”, განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოში სსაქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესს ესწრება. მასთან ერთად სასამართლო სხდომაზე ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იმყოფება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...