მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თუ საკონსტიტუციო საასამართლო ახლა არ შეაჩერებს ამ კანონს, 26 ოქტომბერს მას თავისი...

“თუ საკონსტიტუციო საასამართლო ახლა არ შეაჩერებს ამ კანონს, 26 ოქტომბერს მას თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი” – ბოკუ

Published on

„თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონს თავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით.“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ

თინა ბოკუჩავას განცხადებით – „საქართველოს მოქალაქეებმა, ქართველმა ხალხმა უკვე გააკეთეს არჩევანი რუსული კანონის წინააღმდეგ, როდესაც უპრეცედენტო, ფართომასშტაბიანი პროტესტით მათ უთხრეს არა რუსულ კანონს და კი ევროპას! ახლა ჯერი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოზეა და თითოეულ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე, რომლებსაც აქვთ ძალიან მკაფიო არჩევანი – დადგეს ან ქართველი ხალხის გვერდით, ან ივანიშვილის ინტერესების სადარაჯოზე, ან საკუთარი გადაწყვეტილებით გადაარჩინოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ან ივანიშვილის სურვილისამებრ დაასამაროს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. მე დარწმუნებული ვარ, რომ „თუ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, 26 ოქტომბერს ამ კანონსთავისი არჩევანით გააუქმებს ქართველი ხალხი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ჩვენ ავირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში და არა სიღატაკეს იზოლაციაში, თუმცა ეს ისტორიული არჩევანი ასევე შეუძლია გააკეთოს საკონსტიტუციო სასამართლოს თითოეულმა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით.“ – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

“დიახ, არ ვაღიარებ ამ ხელისუფლებას“ – ნიკა გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა...

ოკუპ. ცხინვალის ე.წ. საგარეო სამინისტრო- EU-ს მოვუწოდებთ, უარი თქვას პოლიტიკურ შანტაჟზე

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადება, რომელიც ასოცირების...

კანადა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

17 ნოემბერს კანადის ეროვნული თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კანადა უკრაინას სამხედრო...

ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი...