მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. რუსული კანონის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. რუსული კანონის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება

Published on

საკონსტიტუციო სასამართლოში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა გრძელდება. დღევანდელი სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.  

დღეს განხილვის მეორე დღეა. სხდომა ნახევარი საათის წინ დაიწყო. ამ წუთებში მხარეები იუსტიციის მინისტრის მოადგილეს უსმენენ, რომელიც კანონის აღსრულების ნაწილზე საუბრობს. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოწვევით იმყოფებიან. სხდომის დროს იყო მცირე კამათიც. 

სარჩელები წარდგენილი აქვთ პრეზიდენტს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს. ისინი კანონის გაუქმებას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, სადაოდ გამხდარი ნორმების შეჩერებას მოითხოვენ.

ზემოთხსენებულ საკითხზე უკვე მეორე დღეა, განმწესრიგებელი კომიტეტი მსჯელობს.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...