მთავარისიახლეებირეგისტრაციისთვის უკვე 233-მა ორგანიზაციამ მოგვმართა - იუსტიციის მინისტრის მოადგილე რუსულ კანონზე

რეგისტრაციისთვის უკვე 233-მა ორგანიზაციამ მოგვმართა – იუსტიციის მინისტრის მოადგილე რუსულ კანონზე

Published on

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი ამტკიცებს, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში დასარეგისტრირებლად საჯარო რეესტრს ამ დროისთვის, 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში თქვა, სადაც რუსულ კანონზე საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.

“ამ დრომდე, რეგისტრაციისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 233-მა ორგანიზაციამ მიმართა. დრო ჯერ კიდევ არის”. – თქვა ტყეშელაშვილმა.

მოსამართლეების კითხვაზე, სულ რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში, ტყეშელაშვილმა თქვა, რომ სულ 30 000-მდეა, თუმცა აქედან ბევრი გასახშირია.

“გეტყვით ამ პროპორციას, თუმცა, ეს მონაცემები გასახშირია. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს სახელმწიფო ა(ა)იპები, არსებობს ფედერაციები და ა.შ. ეს კიდევ ცალკე დასათვლელია. სულ არის დაახლოებით 30 000-მდე, თუმცა, აქედან ძალიან ბევრი ა(ა)იპ არის სახელმწიფო”. – უპასუხა ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსული კანონის აღსასრულებლად შექმნილ დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის გამოცემული ბრძანების თანახმად, ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი ორი სტრუქტურული ერთეულისგან შედგება:

რეგისტრაციის სამსახური;
დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.

სიახლეები

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...