მთავარისიახლეებიპოლიტიკაბორელის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია - ბოკუჩავა

ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია – ბოკუჩავა

Published on

“ჟოზეფ ბორელის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება შეგვიძლია მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებით”, – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

“ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადება, რომელშიც ის ღიად ამბობს, რომ შემაშფოთებელია საქართველოს ტრაექტორია, რომელიც შორდება ევროკავშირს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ჩახერგილია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში და ევროკავშირის პერსპექტივის დაბრუნება შეგვიშლია მხოლოდ 26 ოქტომბრის არჩევნებზე პროევროპული არჩევანის გაკეთებით: ეს არის ის მომენტი, როცა ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივა და არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მოკლე ხანში გავხსნათ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – თქვა  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟოზეფ ბორელის განცხადებასთან დაკავშირებით.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...