მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში" - ცისკარიშვილი

“უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში” – ცისკარიშვილი

Published on

“ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ერთგვარი რუსული კანონია ამიტომ, ბუნებრივია ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება. 26 ოქტომბერს უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში”, – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ
“”ოცნების” განცხადება ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, არის ერთგვარი რუსული კანონი და, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ჩვენი კოლეგებისა და მოკავშირეების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება ეხმაურება იმ არჩევანსაც, რა არჩევანის წინაშეც ჩვენი ამომრჩევლები დგანან 26 ოქტომბერს. რას ვირჩევთ ჩვენ, რა გვინდა: იზოლაციაში სიღატაკე თუ კეთილდღეობა ევროპაში. ეს არის არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ 26 ოქტომბერს უნდა გააკეთოს.
მეტსაც გეტყვით: თუ პიტერ სტამოს განცხადების კვალდაკვალ, იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ის, რასაც მივაღწიეთ დღემდე: კანდიდატის სტატუსი, თავისუფალი ვაჭრობა და,. რაც მთავარია, უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, საქართველო ამ ნაწილშიც უკან დაიხევს და ესეც არ იქნება – ეს იქნება ის სამწუხარო რეალობა, რაც აუცილებლად დადგება, თუ “ოცნების” ხელისუფლება დარჩება ქვეყნის სათავეში”, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ გამოცემა Politico-ს უთხრა, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით ევროკავშირი შეშფოთებულია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...