მთავარისიახლეებირუსული კანონის ამოქმედების შეჩერებაზე სხდომა იწყება - მხარეთა ნაწილი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია

რუსული კანონის ამოქმედების შეჩერებაზე სხდომა იწყება – მხარეთა ნაწილი უკვე საკონსტიტუციო სასამართლოშია

Published on

საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას იწყებს. სხდომა 11 საათზე დაიწყება. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, მოსამართლეთა ნაწილი უკვე მივიდა ადგილზე.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში შესული სარჩელები ერთ საქმედაა გაერთიანებული. პრეზიდენტს განხილვაზე ეკა ბესელია და გიორგი ბურჯანაძე წარადგენენ ადმინისტრაციის იურისტებთან ერთად, ოპოზიციას დეპუტატები – თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციებს – ქეთევან ირემაძე, გიორგი დავითური, გამომძიებელი ჟურნალისტების პოზიციას წარადგენს – გელა მთივლიშვილი.

“ქართულ ოცნების” პოზიციას ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გოდუაძე დაიცავენ.

თამარ კორძაიამ სხდომის დაწყებამდე მედიასთან თქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ისეთი მნიშვნელობის საკითხი, როგორსაც დღეს იხილავს, თავისი პრაქტიკის განმავლობაში ჯერ არ განუხილავს – “დღეს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს მოვხვდებით თუ არა ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფოების სიაში, როგორიც არის რუსეთი, ბელარუსი, ბოლივია, ეკვადორი, კუბა, ნამიბია, ვენესუელა, კამბოჯა, უგანდა, ჩინეთი, ინდოეთი…”

ანა ნაცვლიშვილის თქმით, “ოცნება” რუსულ კანონთან მარტოა და ყველა გაერთიანებულია საქართველოს 10 000-ობით მოქალაქის დაკვეთის ირგვლივ, როცა ისინი თვეები აპროტესტებდნენ რუსულ კანონს და ქვეყნისთვის ევროპული გზის ჩაკეტვას.

“ჩვენ დღეს სასამართლოს წინაშე ვითხოვთ, სანამ სრულად განხილვა დასრულდება, შეჩერდეს ამ რუსული კანონის მოქმედება, რატომ, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე დღეში მისი დრაკონული ეფექტები უკვე ამოქმედდება თუ ის არ იქნება გაჩერებული”, – თქვა ნაცვლიშვილმა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...