“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” განცხადება – “ვადასტურებთ, რომ ვეთანხმებით და ვიზიარებთ “საქართველოს კულტურის დეკლარაციას” და მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის.”
“ვეხმიანებით “საქართველოს კულტურის დეკლარაციას”, რომელსაც კულტურა დემოკრატიისთვის აქვეყნებს.
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სახელით ვადასტურებთ, რომ ვეთანხმებით და ვიზიარებთ დეკლარაციის პუნქტებს და მზად ვართ ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობისა და დისკუსიისთვის.
ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია! გვჯერა, რომ კულტურის წარმატება ქვეყნის წარმატების პირდაპირპროპორციულია, ხოლო კულტურის პოლიტიკის შექმნაში უნდა მონაწილეობდეს ის ხალხი, რომელიც კულტურას ქმნის.” – წერია განცხადებაში