მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელებმა კურსკის ოლქში კიდევ 3 კმ-ით წინ წაიწიეს

უკრაინელებმა კურსკის ოლქში კიდევ 3 კმ-ით წინ წაიწიეს

Published on

უკრაინელმა მებრძოლებმა კურსკის ოლქის კიდევ სამი დასახლება აიღეს და მინიმუმ, 3 კმ-ით წინ წაიწიეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

შეგახსენებთ, უკრაინის რეგულარული არმიის ნაწილებმა კურსკის ოლქის მიმართულებით მოულოდნელი შეტევა 6 აგვისტოს დაიწყეს. ამ ხნის განმავლობაში უკვე აკონტროლებენ 1300 კვ. კმ ტერიტორიას, ხოლო ოფიციალურად, რუსი დევნილების რიცხვი უკვე მიუახლოვდა 200.000 ადამიანს. 

ამავე დროს, უკრაინელებმა 3.000-ზე მეტი რუსი სამხედრო პირი ტყვედ აიყვანეს. 

კურსკის ოლქში, უკრაინელ და სხვა ეროვნების მებრძოლებთან ერთად, ქართველი მოხალისეებიც იმყოფებიან. ისინი აქტიურად მონაწილეობენ როგორც შეტევით, ასევე წმენდის ოპერაციებში. ამ დროისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, რამდენიმე დასახლებაში, უკრაინის დროშის პარალელურად, საქართველოს სახელმწიფო დროშაც ფრიალებს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...