მთავარისიახლეებიპოლიტიკა"Вітаємо з днем незалежності! მე დარწმუნებული ვარ, ეს ნაცია გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე,...

“Вітаємо з днем незалежності! მე დარწმუნებული ვარ, ეს ნაცია გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელსაც ჰქვია რუსეთის ფედერაცია – პეტრე ცისკარიშვილი

Published on

“Вітаємо з днем незалежності! მე დარწმუნებული ვარ, ეს ნაცია გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელსაც ჰქვია რუსეთის ფედერაცია, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებასა და გათავისუფლებას”, – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

პეტრე ცისკარიშვილის თქმით: “უკრაინა არის ჩვენი მეგობარი და მართლაც სტრატეგიული პარტნიორი და, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენი ვალია, რომ მინიმუმი გავაკეთოთ და მოვიდეთ აქ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან და მივულოცოთ. Вітаємо з днем незалежності! მე დარწმუნებული ვარ, ეს ნაცია გაიმარჯვებს იმ ბოროტებაზე, რომელსაც ჰქვია რუსეთის ფედერაცია, რომელიც 2,5 წლის წინ უკრაინას თავს დაესხა და უნდოდა გადაეყლაპა მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინს უნდა დამატებითი მიწები შემოიერთოს და უფრო დიქტატორი გახდეს, ვიდრე არის, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და მეტიც, დარწმუნებული ვარ, უკრაინის გამარჯვებით დამთავრდება რუსეთის ეს დანაშაული, ეს დიდი გეოსტრატეგიული შეცდომა, რაც თავისთავად ნიშნავს საქართველოს გამარჯვებასა და თავისუფლებას”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დროს თბილისში, ტარას შევჩენკოს ძეგლთან.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...