მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსული კანონის აღმასრულებლებს არავითარი ლეგიტიმაცია და ნდობა არ გააჩნიათ" - ლევან ბეჟაშვილი

“რუსული კანონის აღმასრულებლებს არავითარი ლეგიტიმაცია და ნდობა არ გააჩნიათ” – ლევან ბეჟაშვილი

Published on

“როგორც რუსულ კანონს არ ჰქონდა მხარდაჭერა და ნდობა, ასევე, მის აღმასრულებლად დანიშნულებსაც არავითარი ლეგიტიმაცია და ნდობა არ გააჩნიათ”, – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის შექმნასთან დაკავშირებით.

“როცა საუბარია ყველაზე მნიშვნელოვან კანონზე და მისი აღსრულების მექანიზმებზე, ასეთი უწყების ხელმძღვანელ პირებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა უნდა ჰქნდეთ. მაგრამ ისევე, როგორც ამ კანონის მიღებას არ ჰქონდა არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა, ასევე იმ პირებს, ვინც არიან დანიშნულები, არა აქვთ არანაირი ლეგიტიმაცია და ნდბა, თუნდაც უკანონო კანონის აღსრულების კუთხით. ამ ხელისუფლებას აქვს ერთი მიზანი – “რუსული კანონის” გამოყენებით ჩაახშოს განსხვავებული აზრი და მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია”, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი შექმნა, რომელსაც სწორედ რუსული კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა ევალება. დეპარტამენტს სანდრო კირვალიძე უხელმძღვანელებს.

სიახლეები

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...

საქასტატის ინფორმაციით, საქართველოში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 2 165.2 ლარია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ...

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...